-კარგი ნუ წუწუნებ საყვარელო-მამასთან და დედასთან ერთად საავადმყოფოს მიმღებთან ვდგავარ.
მამას უკვე დიდი ხანია რაც წნევები დაეწყო და შაქრის პრობლემებიც აქვს.ჯერ ორმოცდაათისაც არა არის,ამიტომ მისი ასაკისთვის ეს ყველაფერი საშიშია.დედის და ცემი დაჟინებული მოთხოვნით საავადმყოფოში გამოკვლევებზე მოვიყვანეთ.
-125–ე ოთახი,მესამე სართულზე,ხელმარცხნივ,მესამე ოთახია-მიმღების გოგონამ ფურცელი გამოგვიწოდა და გაგვიღიმა.
-მადლობა-დავიჩურჩულე და მშობლებთან ერთად ლიფტისკენ წავედი.
"125"-ე ოთახი.ოთახთან ვჩერდები და ფრთხილად ვაკაკუნებ.ნებართვის შემდეგ კი ოთახში შევდივარ.
-მობრძანდით-შუახნის მამაკაცი ფეხზე დგება და გვიღიმის.-როგორ ხართ ბატონო მინ?-მამას ხელი ჩამოართვა.
-როგორ ვიქნები ექიმო?ძალით მომიყვანეს აქ.თქვენც იცით,აქ ხუთი წელი არ მოვსულვარ-ექიმმა გამიღიმა და დაჯდომა შემოგვთავაზა.
-მახსოვს აქ ბოლოს ნატყვიარზე მოხვედი,მაგრამ არამგონია ახლაც იგივე მიზეზის გამო იყოთ მოსულები-ექიმი სკამზე მოთავსდა.
-ექიმო,არაფერს მისმენს,სიგარეტს თავს არ ანებებს.ჭამას არ ვუჩივი კარგად ჭამს,მაგრამ შაქარი რომ გავუზომეთ მაღალი ქონდა,ამ ბოლო დროს გულზე იკიდებდა ხელს და შემეშინდა და მაშინვე აქ გამოვაქანეთ-ჩაირთო დედა და აღარ გაჩუმდა.
-დე კაი გეყოს მამიკოც გასცემს პასუხს-ჩამოვქაჩე მაჯაზე და გავაჩუმე.
-კარგი მოდი გამოკვლევებით დავიწყოთ.სრული გამოკვლევა ჩავიტაროთ რომ არაფერი გამოგვრჩეს-თქვა ექიმმა სერიოზული სახით.ტელეფონზე პირველ ღილაკს დააჭირა და ყურმილი აიღო.
-ჩემთან შემოდი-თქვა მოკლედ და ყურმილი დაკიდა.მალევე კარი გაიღო და ახალგაზრდა მამაკაცი ოთახში შემოვიდა.
-გაიცანით ეს უმცროსი ექიმია,ჯონგ ჰოსოკი-გვანიშნა ბიჭზე,მან თავი მორიდებულად დაგვიხარ და გაგვღიმა.-დღეს ოპერაცია მაქვს დაგეგმილი,ამიტომ ის მოგხედავთ,სხვა შემთხვევაში თქვენს გვერდით ვიქნებოდი-თქვა მამას მიმართულებით.
YOU ARE READING
პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)
Aksiმკვლელობების სერია დღითიდღე იმატებს.ადამიანები იხოცებიან,სქესის განურჩევლად.იმ დაჯგუფების არც სახელია ცნობილი და არც მიზანი.ისინი კვალს არ ტოვებენ.ერთადერთი რაც მათ მსხვერპლებს საერთო აქვთ,ზეციური დრაკონის ტატუა,აზიის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,კრიმი...