თავი10
სანის pov:
უცნობი- საით გაგიწევიათ......
ისმის ვიღაცის ხმა. ჩვენც შემოვტრიალდით.
უცნობი- ოჰო. ერთი ამას შეხედეთ. როგორი მამაცი ყოფილხარ. თქვენ გგონიათ ასე მარტივად წახვალთ?
ტელეფონს იღებს და რეკავს.
სანი- ჯონქუქ უნდა გავიქცეთ.
ჯონქუქი- რა? სირბილს ვერ შევძლებ.
სანი- სხვა გზა არ გაქვს. უნდა წავიდეთ.ჩვენ გავიქეცით. ამას გაქცევას ვერც დავარქმევ , რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავსულიყავით. აქ გაჩერება უკვე აღარ შეიძლებოდა. ჩვენც მთელი ძალით მივრბივართ. ერთი მიტოვებულ სახლში შევედით. გარეთ საკმაოდ ბნელოდა. გზას ვეღარ გავაგრძელებდით. ეს დღე ამ სახლში უნდა გაგვეტარებინა.
ჯონქუქი ფრთხილად დავსვი, რამე რომ არ ტკენოდა. ტკივილისგან გმინავდა. მაიკა მთლიანად სისხლიანი ქონდა. ერთი ხელი მუცელზე ეკიდა. მივედი და მაიკა ავუწიე. დიდი ჭრილობა ქონდა და როგორც ჩანს ბევრი სისხლი დაკარგა. ფრთხილად ვეხები.
სანი- რა.. რა დაგმართეს.
ტკივილისგან ყვირილს იწყებს.
სანი- ბოდიში. არ მინდოდა.
საროჩკას ვიხდი . შუაზე ვხევ და ჭრილობაზე ვადებ.მას მარტო ვტოვებ და შენობას ვათვალიერებ. შენობას უკანა კარი ვუპოვე. და ხვალ აქედან შევძლებდით გასვლას.
ჯონქუქთან ვბრუნდები . გვერზე ვუჯდები და მთელ ღამეს ვათენებ.
მიას pov:
მეღვიძება. პირველი რასაც ვხედავ შუქია. ვხედავ ორ თეთრ ხალათიან ქალს, რომლებიც აქეთ-იქით დადიან და რაღაცას ამბობენ.
მია- სად ვარ?
ექიმი- თავს , როგორ გრძობთ.
მია- სად ვარ?
ექიმი- საავადმყოფოში. თავს როგორ გრძობთ.
მია- ცოტა თავბრუ მეხვევა.
ექიმი- კარგით. ეს ნორმალურია.
თქვენთან მნახველები არიან.ჩემთან? ჩემთან ვინ უნდა მოსულიყო. კარები იღება და ოთახში ვიღაცეები შემოდიან
ჯიმინი - კარგად ხარ?
ჯინი- თავს როგორ გრძნობ?
ჯუნი- ასე რატომ იყურები? ხომ კარგად ხარ?
ESTÁS LEYENDO
ჩვენი თავგადასავალი( დასრულებული)
Aventuraისტორია 2 საუკეთესო მეგობარზე, რომლებსაც წინ დიდი თავგადასავალი ელის. უბრალოდ წაიკითხეთ და თავად ნახავთ💜