Home, sweet home.
ხანდახან, ხდება ხოლმე. საკუთარი სხეულიდან მივიპარები და მეძებენ მერე, საკუთარი გაბეჩავებული პიროვნებები.
ხანდახან, ხდება ხოლმე. საკუთარი სხეულიდან მივიპარები და მეძებენ მერე, საკუთარი გაბეჩავებული პიროვნებები.
ღმერთმა ადამიანებს ენა იმისათვის მისცა, რომ ერთმანეთის გულებამდე სავალი ბილიკი გულახდილი საუბრებით გაეკვალათ.
ის ვისაც შეუძლია წინააღმდეგობა გაგიწიოს, ჩარჩოებში მოგაქციოს და ზღვარი დაგიწესოს შენ თვითონ ხარ.
მიტოვებულებთან ერთად, ისინიც შეიცოდეთ, ვინც წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და გამბედაობაც ეყო ამის გასაკეთებლად.
რამდენი სევდაც მყავს, იმდენჯერ მოვკვდი და უშენობამ იმდენჯერვე დაგვბადა ხელთავიდან.
მოგესალმებით ჩემს სიკვდილზე, დასაფლავებაზე და სიცოცხლეზე, რომელიც ერთნაირად მტკივნეული და ტრაგიკულია.
იდგა დღე-ღამე ერთმანეთის გასაყარზე, ზუსტად ისე, როგორც ამ ოთახში ერწყმოდა სისავსე სიცარიელეს.