mevarme5
- Reads 615
- Votes 111
- Parts 25
სვანეთის მთებში, სადაც ტრადიციები სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია და წარსული არც არასდროს ქრება, ორი მოსისხლე გვარი მძიმე გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც ორი ახალგაზრდას ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
ალექსანდრე დადეშქელიანი და ანასტასია მიქელაძე - ორი ახალგაზრდა, რომელთა ქორწინებაც მტრობის დასრულების ერთადერთ გზად მიიჩნევა. მაგრამ ეს შეთანხმება სიყვარულით არ იწყება. ის იწყება იძულებით, შიშით და იმ მძიმე მემკვიდრეობით, რომელიც მათ ოჯახებისგან ერგოთ. სიყვარული, შურისძიება და დაუწერელი მთის კანონები ერთმანეთს ეჯახება იქ, სადაც ყოველი ნაბიჯი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
და ამ ყველაფრის ფონზე ერთი კითხვა ისმის - შეიძლება თუ არა მტრობით დაწყებული ისტორია სიყვარულით დასრულდეს? ეს მარტივი არ იქნება, რადგან მათ ისტორიას სისხლიანი გარიგება ახლავს