ARTOFZAYN
"მადლობელი იყო, მგზავრობა ღამე რომ არ უწევდა. ღამე-სიკვდილისთვის განკუთვნილ დროს. დღის იმ მონაკვეთში, როდესაც ემოციები მთლიანად შთანთქავდნენ. ღამე-დრო მზის ჩასვლიდან, მზის ამოსვლამდე. როგორ ცუდად მოქმედებდა მასზე დროის ყველაზ ე საშიში, მწარე, გაწელილი, ბედკრული პერიოდი მწუხრიდან გათენებამდე. ამ დროს სხვა ადამიანი ხდებოდა. ამ დროს მის სხეულს ეპატრონებოდა სხვა სული. სული, რომელიც მთლიანად ჭამდა. სული, რომელიც მის ვინაობას უკვალოდ აქრობდა."