- FAVFICTIONS -
1 story
დაკავშირებული by kewit_
kewit_
  • WpView
    Reads 148,909
  • WpVote
    Votes 8,676
  • WpPart
    Parts 61
-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან წავედი და ჩემდა უნებურად ეზოს გალავანს ზურგით მივეყრდენი. -მიპასუხე- სახე კიდევ უფრო ახლოს მოიტანა ჩემთან, გაბედული რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ვაკოცებდი, თითქოს მთელი ორგანიზმი მთხოვდა ამის გაკეთებას. -კი. -კი რა? -კი მომწონს. ეს ვუთხარი და ერთი ხელით, ჩემი სახის გვერდით, კედელს მიეყრდნო. -საერთოდ რატომ მეკითხები ამას? -ჩემი რომ ყოფილიყავი,- სახე კიდევ უფრო ახლოს მოწია - მარტო არ გაგიშვებდი,არავისთან ერთად და არ აქვს მნიშვნელობა რა საქმეზე დასალაპარაკებლად.