როცა დაგინახე, მაშინ სამყარო თითქოს გაჩერდა, ვუყურებდი ადამიანს, მაგრამ ვხედავდი ანგელოზს...
შენზე ფიქრებიდან კი საზიზღარი ბარისტას ხმამ გამომიყვანა:
-თქვენი ლატტე მზადაა! - ყვიროდა იუნგი.
ვიბრძოლე თეჰიონ... ღმერთო, როგორ ვიბრძოლე.
ვფიქრობდი, რომ ძალა მეყოფოდა, რომ თავს დავაღწევდი ამ ტკივილს, მაგრამ დავმარცხდი.
აღარ შემიძლია სუნთქვა, თითქოს ფილტვებს ჰაერი აღარ მისდით, თითქოს ყველა ამოსუნთქვა მხოლოდ ტკივილს მმატებს.