yongbooookk
სიუჟეტი ვითარდება ელიტურ კერძო სკოლაში, სადაც სწავლობენ მდიდარი, გავლენიანი ოჯახების შვილები. გარედან სკოლა იდეალურად გამოიყურება, მაგრამ შიგნით ძალაუფლება, შიში და უსამართლობა მართავს ყველაფერს. მოსწავლეები, რომლებსაც ფული და გავლენა არ აქვთ, მუდმივად დამცირების, ბულინგისა და მუქარის მსხვერპლები ხდებიან.
ფელიქსის საუკეთესო მეგობარს, ჰანს, მანქანა ეჯახება. ეს არ არის დამთხვევა და არც უბრალო უბედური შემთხვევა ყველაფერი იმ დაწყევლილი სკოლის ბრალია. სკოლა ცდილობს სიმართლის დამალვას და ამტკიცებს, თითქოს ეს მხოლოდ შემთხვევა იყო, მაგრამ ფელიქსი ამას არ იჯერებს.
ფელიქსი იმავე სკოლაში გადადის, რათა გაარკვიოს, რა მოხდა სინამდვილეში, რატომ მალავს სკოლა სიმართლეს და მისი მთავარი სამიზნე ჰვანგ ჰიუნჯინი ხდება სკოლის ფლეიბოი.