Fantasy_thinker
ჰო, ეს მე ვარ - ჯონქუქი, ალბათ ყველაზე უბედური ბავშვი მთელ სეულში... და, ალბათ, მსოფლიოშიც. დედამიწის ზურგზე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ასე ცხოვრობს.
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჭკვიანი ვარ. დიახ, როგორც სხვა ნებისმიერი ნორმალური ნერდი, მეც სათვალეს ვატარებ და თქვენ ყველამ კარგად იცით, რას ეს ნიშნავს სკოლაში... რა თქმა უნდა, არც მე ვარ გამონაკლისი.
ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიდიოდა... სანამ ის გამოჩნდებოდა. არ ვიცი, მან შეცვალა ჩემი ცხოვრება თუ უბრალოდ არია, მაგრამ უკეთესობისკენ ნამდვილად არ შეუცვლია.
ამ ყველაფრის შემდეგ სამი წელი გავიდა. ახლა უკვე 19 წლის ვარ. სრულიად შევიცვალე და ჩემში ის მშიშარა ბავშვი თითქოს სამუდამოდ მოკვდა... მაგრამ მისი გაქრობის შემდეგ გულში დიდი სიცარიელე დამრჩა.
მეგონა უბრალოდ ბავშვობა იყო...
მაგრამ არა...
მე ის შემიყვარდა...