epphie
"კიდევ ერთხელ თუ ჩამიშლი პრეზენტაციას, გეფიცები, აღარ გაცოცხლებ!" გაცეცხლებული ეუბნება ნიკო ანდრიას, რომლის სახეზეც სინანული არ ამოიკითხებოდა.
ანდრიამ ჩაიცინა ბოროტულად და ირონიულად უპასუხა:
"მსიამოვნებს ასეთს რომ გხედავ, ნერვებ აშლილს, ეგრეც ვიცოდი, რომ შენი იდეალური ბიჭის ნიღაბი დიდხანს ვერ გაძლებდა"
გაუს ეზოში ყოველთვის დგას ქაოსი, მოსაწევი სივრცე ყოველთვის სტუდენტებით არის დატვირთული, მაგრამ იმ დღეს ჰაერში რაღაც სხვა იგრძნობოდა - დაძაბულობა, რომელსაც თითქმის ყველა გრძნობდა.
ნიკო და ანდრია ერთმანეთს უყურებდნენ, არცერთი არ ცდილობდა მზერის შეწყვეტას. ორივემ იცოდა, რომ მათი კავშირი მხოლოდ სიძულვილით არ განისაზღვრებოდა, არამედ ეს რაღაც უფრო მეტი იყო, რაღაც რაც მათთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო.