__ANALIZI__
ONESHOT - DECALCOMANIA
- აჰამ... საკუთარი თავის იმედი, რაც არ უნდა იყოს, არასდროს დაკარგო. - ხელებით სავარძელს ეყრდნობა და ისევ ნახატს გაჰყურებს.
- საკუთარი თავის იმედი... - ჩავილაპარაკებ თავის ქნევით. - იმ იმედზე მეუბნები ბედისწერამ, რომ წამართვა? - ჩამეცინა. - ჩემი დღეები დათვლილია, ჯონგუკ. რომელ იმედზე მესაუბრები?
- ჯეუნ, შეგიძლია იმკურნალო. - თვალს თვალში მიყრის.
- შენ არ გესმის... სამყაროში, სადაც მოღალატე ადამიანები დაიარებიან და გამუდმებით შენგან ითხოვენ საუკეთესოს, იქ რა მესაქმება? - გამომშრალ ტუჩებზე ენას ვიტარებ და წარბებშეკრული ვაკვირდები.
- მართალი ხარ, ადამიანები ყველაზე საზიზღარი არსებები ვართ... მაგრამ...