macortine
ელენას ძარღვებში სისხლი გაეყინა. მამაკაცი სულ სხვანაირი გამხდარიყო - მკლავებზე ტატუები გველებივით აჰყოლოდნენ, ლოყა ღრმა ნაწიბურს დაესერა, წარბსა და ტუჩებზე კი პირსინგები ავბედითად ელავდნენ. ნამდვილ ურჩხულს დამსგავსებოდა.
- მოგენატრე? - წარმოთქვა მან დაბალი, სისხლის გამყინავი ხმით.
- შ... შენ...
- დიახ, ძვირფასო, მე ვარ. გაგიკვირდა? - ჩაეღიმა მას ბოროტულად. - ალბათ ფიქრობ, აქ როგორ აღმოვჩნდიო. თხუთმეტი წელი კი მომისაჯეს, მაგრამ იცი რა? ეს სისტემა კორუმპირებულია. ფული ყველაფერს წყვეტს. ჰოდა, აი, მეც აქ ვარ.
მან ხელი გაიწოდა, რომ გოგონას ლოყას შეხებოდა, მაგრამ ელენამ მკვეთრი მოძრაობით მოიგერია მისი ხელი.
ჯონგუკმა ავბედითად ჩაიცინა. ციხეში ყოფნისას მაფიასთან დაეჭირა საქმე და ერთ-ერთი მათგანი გამხდარიყო.
- მოშორდი აქედან!