nlo777
ვერ მიუსწრო, მაინც ვერ მიუსწრო. ოფლში გაწურული აღმოჩნდა უკვე გაჭაღარავებული სახლის წინ. ან ვინ იცის იქნებ მოეჩვენა კიდეც... წამში გადაეყლაპა იმ ნაცრისფერ ვეშაპს გოგონას მწვანე, არ დააცადა გადარჩენა ან ნახვა მაინც. რას იზამდით თქვენ წინ რომ თქვენი ცხოვრება კვდებოდეს? ისე რომ ვერავინ ხვდება თქვენს გარდა.
გოგონა, რომელიც ვერ ხედავს ფერებს, თუმცა არ ნებდება და ცდილობს იპოვოს ის, რისი პოვნაც აქამდე ვერ შეძლო და ალბათ ვერასდროს შეძლებს.