AmICesaria
მემუარული ჟანრის პატარა ისტორიები ახალგაზრდა მომლოცველზე.
ქრისტიანული რელიგიისგან გაუცხოებულ თანამედროვე საქართველოს ახალგაზრდულ წრეებში "რელიგიური" თითქოს ისეთივე უკუგდებული უმცირესობის ნაწილია, როგორიც სხვა თავისუფალი ნების მქონე ადამიანების წრე და მათი წევრები. ტაძრებით შემონახული ისტორიაც თითქოს დავიწყებას ეძლევა ქრისტიანობის ნამდვილ სახესთან ერთად, რომელიც საბჭოთა უღმერთობის საუკუნიდან წამომდგარი ჯოხზე დაყრდნობით ცდილობდა ადამიანთა გულებში გამართვას. თუმცა...
გაიცანით - ჭეშმარიტების ძიებაში მიგნებული ღმერთი და მასთან თანამყოფობით დანახული ახალი სამყარო; გზად შეხვედრილი აღმართული ტაძრები და XXI საუკუნეში მოღვაწე მამები; ტრანსფორმირებული მსოფლმხედველობა თავისი პირდაპირი მნიშვნელობით.