მე და სევდა (დასრულებულია)
25 parts Complete აღიარების მეშინია,თუმცა შესამჩნევია,ჩემს ცხოვრებაში ნათელი პერიოდ ი დაიწყო.
ბედნიერებამ კვლავ შემოაღო ჩემი ცხოვრების კარი და სიგიჟემდე მეშინია ამ კარის კვლავ დაკეტვის.
ეს შიში მანადგურებს და ჭკუიდან გადავყავარ,არ მინდა ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდეს,ტკივილმა სიხარული ჩაანაცვლოს და ჩემი ცხოვრებიდან ისევ გააგდოს უნამუსოდ.
ვცდილობ ცუდზე არ ვიფიქრო,მაგრამ ამისთვის საკმარისად ძლიერი არ ვარ,ჩემი განვლილი სიცოცხლე ამის საშუალებას არ მაძლევს.
სიმართლე ერთია,წარსულს ვერ გაექცევი,არ გაგიშვებს,კლანჭებით გებღაუჭება და როცა მოისურვებს,მაშინ მოგაქცევს თავის მარწუხებში.
-მელანი ლარსონი.