30 parts Ongoing წარმოიდგინე უძველესი ისტორიის ფურცლები. ეპოქა დიდი ილუზიებისა და უდიდესი აღმოჩენების, წარმოუდგენელი მიღწევებისა და უკიდეგანო ფანტაზიების. სამყარო, სადაც ღმერთები ოლიმპოდან უცქერენ გმირებს, სადაც წინაწარმეტყველება მეფის სიტყვაზე ხმამაღალია, სადაც მწარეა ბრძოლა გადარჩენისათვის. სადაც ორი უდიდესი ცივილიზაცია, რომი და კართაგენი გადამწყვეტი ბრძოლისათვის ლესავს მახვილებს, სადაც ბედისწერის უხილავი ხელი მჭიდროდ ახვევს ცხოვრების გორგალს. სადაც სიცოცხლეს დედის მუცლიდან მოსდევს მძიმე მისია. ცხოვრება, სადაც ადგილი დარჩენია სიყვარულს, თავგანწირვასა და ერთგულებას; ისტორია, რომელიც მახვილს, გონებასა და იმედს შორის დარტიალებულა; ზღაპარი, რომელიც ბევრისმთქმელი სიმღერით იღებს დასაწყისს.