შეუნდე, შეუნდე , ბნელ ცოდვილს ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს ლუციფერს , მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს და ეხლა მძინარეს . შეუნდე , შეუნდე , ჯოჯოხეთს- ჩემს თვალებს, შეუნდე ჩემს თვალებს , ბოროტად დაღალულს , მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს , მე ველი სასწაულს .