ოთახში ჰაერი იკლებს. შემიძლია დავიფიცო რომ ახლახანს ჟანგბადის ბოლო მოლეკულა შევისუნთქე და სანამ ეს მოლეკულა ალვეოლეამდე ჩავა მინდა გავიქცე. ფეხები არ მემორჩილება და სიშავეში ვვარდები. ესეც შენი წამიერი ბედნიერება. არ არსებობს ბედნიერება უბედურებს გარეშე ან სიბნელე სინათლის გარეშე. თუმცა მე ყველაფერი უკუღმა მაქვს ვგრძნობ, რომ სიბნელე ვარ სინათლის გარეშე, მაშასადამე, სამყაროს კანონებს ვარღვევ. რა გამოდის? სამყაროს შეცდომად ვითვლები.
-''არასდროს მექნება ის, რაც გულს მატკენს!''