კონცერტიც დასრულდა და ფეხზე წამოვდექი, რომ ჰაერზე გავსულიყავი, როდესაც თეჰიონის მკერდს შევეჩეხე. ისევ. ავხედე და რაიმე მწარის თქმას ვაპირებდი მაგრამ გავჩერდი. - კარგად ხარ?- ვეკითხები და მხარზე მსუბუქად ვეხები. ის იღიმის და ძალიან ჩუმად ამბობს. - ახლა შენ დამიჭირე- ესღა თქვა, თვალები ამოუტრიალდა და ხელებში ჩამივარდა. მასთან ერთად ჩავიკეცე და თავი მუხლებზე დავადებინე...