- შენ ლამაზად არ მთვლი, შენ უბრალოდ მოგწონს ის ამბავი სადაც ჩემი გმირი ხარ, შენ ჩემი გადარჩენა გინდა, არადა გადასარჩენი არაფერი მჭირს, ჩემი ცხოვრება ასეთია, ამას უკვე დიდი ხანია შევეჩვიე და აღარ მეშინია, არ არის აუცილებელი თავი მომაჩვენო რომ შენთვის მნიშვნელობა აქვს ჩემს არსებობას, ჩემთვის ისიც საკმარისია რომ ამ მოკლე დროის განმავლობაში ჩემი გმირი იყავი, მომატყუე მაგრამ მაინც გმირი იყავი.