- რა გქვია? - მეუბნება, მკაცრი გამომეტყველების, საკმაოდ სიმპატიური, შავგვრემანი ბიჭი. ჩემს წინ ზის და სხეულზე ურცხვად დაატარებს თვალებს. მე კი მოურიდებლად ვუახლოვდები სკამს და იქვე ვჯდები, ყოველგვარი კითხვის გარეშე. ის ჩემს ყველა მოქმედებას თვალს ადევნებს.
- ელეანორა. - ვპასუხობ და თვალს თვალში ვუყრი.
-როგორ გგონია, აქ რატომ ხარ?!
-რადგან შენნაირმა ნაბიჭვრებმა გამიტაცეს! - ირონიულად ვეუბნები, ყოველგვარი შიშის გარეშე და თვალებში ურცხვად შევყურებ. მკვეთრად დავინახე მის სახეზე, ტუჩის კუთხეში ღიმილი.
- თამამი ხარ, მაგრამ ეს ჩემთან არ გაგივა.
- ასე გგონია?!- ცინიზმს არ ვიშორებ.
- დარწმუნებული ვარ. - კვლავ მისი ღიმილი და მშვიდი,მაგრამ მკაცრი გამომეტყველება.
- მიყურე.- გამომწვევი ხმით ვეუბნები და ფეხზე ნელა ვდგები. მისკენ ნელი ნაბიჯებით მივდივარ და მის წინ ვდგები.
[-მის ნაცრისფერ თვალებში ჩემს ანარეკლს ვხედავდი. სინდისი და ნამუსი ერთდროულად მჭამდა და მბოჭავდა.
დუმილით მელაპარაკებოდა, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. ერთადერთი რამ ვიცოდი, რამდენად ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო ეს ვნება და რამდენად ფსიქოტრიას აღმწერი, ეს ბიჭი მე არ მეკუთვნოდა. არც მე ვიყავი მისი და ესყველაფერი იმდენად შემაწუხებელი იყო, მინდოდა მომეშორებინა და ამომეძირკვა სხეულიდან მისი შეხება.""]
სიდონია მოლოდინაშვილი კვლავ შეხვდება ბიჭს რომელიც მთელი არსებით სძულდა და თინეიჯერობის გამწარებას აბრალებდა.
საინტერესოა როგორ განვითარდება მათი ურთერთობა თუ სიდოს გული სხვა ბიჭს ეკუთვნის.
14+