შეუძლებელი სიყვარულის ისტორია,რომელიც თავიდანვე სიკვდილისთვისა და დავიწყებისთვისაა განწირული. კულტურული და რელიგიური განსხვავება ორ ადამიანს შორის დიდ უფსკრულად აღმართულა... უფსკრული ერთი შეხედვით გადაულახავია,თუმცა მთავარი პერსონაჟები ერთმანეთისთვის იბრძვიან. იბრძვიან სიყვარულისთვის,რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია. განა სიყვარულს რამე დაამარცხებს?! თუ კი ორი ადამიანი ნამდვილად ერთმანეთისთვისაა შექმნილი, აუცილებლად იპოვიან ერთმანეთს ყველა დაშორებისა და დაკარგვის შემდეგ. სიყვარული ტკბილია,თუმცა რთული და მტკივნეული. ყველას კი არ ძალუძს გაუძლოს მას,ამიტომაც ბევრი გარბის... უბრალოდ უკანმოხედავად გარბის,რადგანაც ეშინიათ. ეშინიათ იმ ტკივილის,ტანჯვის,იმედგაცრუების,მარტოობისა და სისუსტის,რაც სიყვარულს ახასიათებს.