༒︎ 𝔦𝔫 𝔣𝔲𝔠𝔨𝔦𝔫𝔤 𝔩𝔬𝔳𝔢 𝔴𝔦𝔱𝔥 𝔭𝔰𝔶𝔠𝔥𝔬 𝔧𝔢𝔯𝔨 ༒︎
14 parts Complete - ზუსტად თხუთმეტ დღეში ოფიციალური ცოლ-ქმარი ვიქნებით.
სრული სერიოზულობით თქვა და წარბი აზიდა. თვალები გავაფართოვე და გაგიჟებულმა ფიქრი დავიწყე რა გამეკეთებინა. მალევე არ შევიმჩნიე დაბნეულობა და ვუპასუხე.
- დავნიძლავდეთ, მაგრამ იცოდე თუ ამ ნიძლავს მე მოვიგებ სახლში წავალ და დამივიწყებ, შენც და მეც.
ვთქვი და კმაყოფილი სახით გავხედე.
- და რა თუ ეს ნიძლავი მე მოვიგე?
- ისე მოვიქცევი როგორც შენ იტყვი.
დაუფიქრებლად წამოვიძახე და როცა გავაანალიზე ჩემი პასუხი, მუხლზე ვიჩქმიტე.