1 part Ongoing თევზაობა არ არის ჰობი, ეს ავადმყოფობაა. ნამდვილი მეთევზე იმით იცნობა, როგორ ჰყვება. თუ ექვსგირვანქიანი წვერას აღწერისას ფეხზე წამოდგა, ხელები გაშალა და ოთახის მთელ სიგრძეზე გადახტა, არ ყოფილა ნამდვილი მეთევზე, მაგრამ თუ მღელვარებისგან ხმა უწყდება, ცრემლი სდის და მთელ ტანში ჟრუანტელი უვლის - ჩვენიანია. ნამდვილი მეთევზეები მარტონი არიან თავიანთ ავადმყოფობასთან, როგორც ჩინელები - ოპიუმის ჩიბუხთან. მზისა და ქაშაყის ქერცლიდან არეკლილი სინათლის წყალობით სახეზე სიცხიანივით ადევთ წითელი ფერი. ერთმანეთთან კომუნიკაციას ჩუმი და დეტალებამდე გათვლილი რიტუალით ამყარებენ. სძულთ ხმაური - თევზების მტერი. თუ რომელიმე მათგანს, ბართან მჯდომს, მძიმე ნაბიჯით მიუახლოვდებით, მოგიტრიალდებათ და გეტყვით: „ფრთხილად, თორემ კაპუჩინოს გამიქცევ!" შინ მოსიყვარულეები არ