ღამის კოშმარად მოგევლინები... მკვდარი არა ცოცხალი, ფხიზლად შენს ქვეცნობიერში უნებართვოდ შემოვიჭრები... თავდაყირა დაგაყენებ არ მოვისვენებ, გაღვიძებას არ გაცდი უეცრად რომ სიზმრიდან გავქრები. ყველაზე კარგ სიზმარში ფრთაშესხმულ ანგელოზთან მოგეჩვენები გაჩვენებ როგორ სდის სისხლი სიწმინდეს... კოშმარში ეშმაკად გადავიქცევი. დილით გაღვიძებულზე სარკეში ჩახედვისას შენივე ნებით მოგელანდები, არ დაგაძინებ, არ მოგასვენებ... უსიტყვოდ გპირდები. აქ სიყვარულზე სიტყვა არაა, კოშმარში რა უნდა საწამებელ გრძნობას და თუ იგრძნობ ნება შენია ეს გრძნობა კოშმარში ეშმაკზე უარესია... მე გაგაფრთხილე ნუ დამემდურები, ბოდიშს არ მოგიხდი ტკივილთან ერთად შენ გონებაში ვიბოდიალებ წარსულის მწარე ადგილს ჩავწვდები, წარსულის ცოდვებს გაგახსენებ, მიხვდები რომ ბევრი გიცოცხლია სიკვდილ