ფანჯარასთან ვდგავარ, ნახევრად შიშველი და ნისლიან ამინდში ბურუსით მოცულ უსაზღვრო ხედს გავცქერი. მე რომ ასე ძალიან არ მელამაზება, არ მელამაზება თექვსმეტ სართულიანი ძველი კორპუსები და შავად შეღებილი ქარხნები. ქაოსურად მოძრავი სპორტული მანქანები. სიგარეტს სიგარტზე ვეწევი და ჩემთვის ფიქრებში ვარ გართული. ერთი ჩვეულებრივი დღის ჩვეულებრივი დასაწყისია. გუშინდელი მოსაწყენი საღამოსავით რომ უნდა დასრულდეს. ვიცვავ და გარეთ გავდივარ, მეტროც თითქმის ცარიელია მხოლოდ გადასასვლელში კიბეზე ჩამომჯდარა საზოგადოებისგან გამორიყული მოხუცი მოწყალების სათხოვნელად. როგორ მინდოდა უცებ მოვხვეოდი, მე აი ამ მოხუცის სევდიანი თვალები მტკიოდა. ჩემი გულისტკივილებით დაცარიელებულ სევდისფერ ქუჩებში ძველებურად ისევ მარტო, უმეგობროდ მივაბიჯებდი, ყურსასმენებ გაკეთ
1 part