ნიკომ იცის, რომ ყველაფერს შეძლებს. ყველაფერს შეძლებენ. რადგან მკლავები, რომლებიც მუცელზე ეხვევა, ყოველთვის მის გვერდით იქნება და სანამ ნიკოს მისი იმედი ექნება, აღარც ცხოვრება შეაშინებს.
როდესაც ბიჭმა გაუცინა, მკვეთრად ჩამოზრდილმა ეშვებმა სანდროს სუნთქვა შეუკრა. წამიერად გაუელვა თავში, რომ ბექას კბილების კვალი ადამიანზე, მართლაც, ვამპირის ნაკბენივით დარჩებოდა. იმ წამს მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ თავად იქნებოდა ის, ვისაც ამ კბილების გამ ო, ვამპირის საყვარელივით მოუწევდა სიარული.