16 parts Complete Matureდასრულებული
-მე უარს ვამბობ მასზე.-თეჰიონი ბრდღვინავდა, როგორც ალფა.
-მერე? თეჰიონ, შენ გგონია მასზე უბრალოდ უარს იტყვი და მორჩა? შენი ალფა, ყველაზე საშიში და სასურველი კაცია მთელს ქალაქში.-მინ ჰო ცდილობდა წყობიდან არ გამოსულიყო.-როგორ გგონია? უფლებას მოგცემს მასზე უარი თქვა და სხვის გვერდით იცხოვრო? მას ვერ აუხსნი, მას ვერ გააგებინებ, მას შენ უნდიხარ, ეს მის ბუნებაშია. მიდი თქვი მასზე უარი, წაგიყვანს, გამოგკეტავს სადმე ღრმა ჯურღმულში და მხოლოდ მაშინ გაახსენდები, როცა მოუნდება, სხვა ომეგას იპოვის, იმდენს რამდენსაც უნდა, მაგრამ შენ მაინც მისი იქნები, იტყვის, რომ მოკვდი კედელზე საკუთარი ფრჩხილით დაკაწრავ, რომ გამოითვალო დღეები, მაგრამ ვერც ამას შეძლებ, არაფერი გექნება, რაც მიგანიშნებს, რომ გათენდა, გაზაფხულდა ან დაზამრთდა. შეიგნე თეჰიონ, მის კლანჭებს ვე