სამყაროში სადაც ყველაფერი ტექნოლოგიებით არის გაკონტროლებული ძნელია შეუმჩნევლად იცხოვრო. როდესაც რაიმეს ყიდულობ, მომსახურებაში იხდი ფულს თუ ნაღდი ფული გამოგაქვს ბანკომატიდან, ყოველჯერზე ფიქსირდები გარკვეულ ბაზაში და მათ უკვე იციან, რომ შენ არსებობ და ჯერ არ გაუჩინარებულხარ. ისტორია არის დაფუძნებული ნამდვილ ამბებზე, მართლაც აშშ-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით ყოველწლიურად 1-2 ადამიანი გაუჩინარდება ხოლმე მთელი ქვეყნის მასშტაბით და არავინ იცის თუ სად წავიდნენ. გაუჩინარებაში წვლილი არ მიუძღვის არანაირ დანაშაულსა და გატაცებას. ისინი ჯანმრთელები და საღ გონებაზე მყოფები არიან, თუმცა ზუსტად არავინ იცის თუ სად.
5 parts