- ზუსტად თხუთმეტ დღეში ოფიციალური ცოლ-ქმარი ვიქნებით. სრული სერიოზულობით თქვა და წარბი აზიდა. თვალები გავაფართოვე და გაგიჟებულმა ფიქრი დავიწყე რა გამეკეთებინა. მალევე არ შევიმჩნიე დაბნეულობა და ვუპასუხე. - დავნიძლავდეთ, მაგრამ იცოდე თუ ამ ნიძლავს მე მოვიგებ სახლში წავალ და დამივიწყებ, შენც და მეც. ვთქვი და კმაყოფილი სახით გავხედე. - და რა თუ ეს ნიძლავი მე მოვიგე? - ისე მოვიქცევი როგორც შენ იტყვი. დაუფიქრებლად წამოვიძახე და როცა გავაანალიზე ჩემი პასუხი, მუხლზე ვიჩქმიტე.