მიყვარხარ!-მზის ჩასვლა იმ დღეს ულამაზესი იყო. ვარდისფერის და იასამნისფრის კაშკაშა ტონები ცაზე კიაფობდნენ. ჩამავალი მზე ჯერ კიდევ არ ნებდებოდა და მთელი ძალისხმევით ანათებდა, მეორე მხარეს კი ამომავალი მთვარე მედიდურად გადაჰყურებდა დამარცხებულ მნათობს. გოგონას სახეზე მზის უკანასკნელი სხივები აცეკვდნენ. -ასე ნუ მეხუმრები, ნამჯუნ-გოგონამ გვერდი იცვალა და წასვლა დააპირა, როდესაც დიდიმა ხელებმა შეაჩერეს. -მე...მართლა მიყვარხარ-ბიჭის ღიმილი იმ დღეს ყველა არსებულ ვარსკვლავზე მეტად ანათებდა.All Rights Reserved
1 part