გახსოვთ, ჩვენი მოულოდნელი შეხვედრა ძვირფასო, შენთვის დაკრეფილი ყვავილებით, გვირგვინი გაგიკეთე და როდესაც შენი ლამაზი თვალები ვიხილე, რომელიც ბედნიერებას ასხივებდნენ, კინაღამ სული განვუტევე.
ვფიქრობდი, რომ ჩემნაირ ღარიბს არავინ შეიყვარებდა ჩემო დედოფალო, მაგრამ მაშინ ვიგრძენი ეს უცნაური, რაღაც არაამქვეყნიური, ღვთაებრივი გრძნობა, როდესაც თქვენ შეგხვდით.
თქვენს სულში შევაღწიე.
გული ამოგგლიჯეთ და ჩემს გულთან ერთად მივუჩინე ადგილი.
მე ხომ მინდოდა, რომ ახლოს ყოფილიყვნენ არა?
ჩემო სილამაზევ, ტურფავ, როგორ მინდა ისევ შევიგრძნო თქვენი უნაკლო, უნაზესი და უთბილესი კანი, რომელიც ჩემი ტუჩების შეხებისას თრთოდა, გაგიჟებდათ ასე რომ ვიქცეოდი, მეუბნებოდით, ამდენ სიამოვნებას ვერ გავუძლებო.
გამეღიმა, გულში ჩაგიკარით და მაშინ მაკოცეთ პირველად ყელში, გამაჟრჟო