მათ შეგვყარეს ერთ პატარა ოთახში, მხოლოდ უბედური ნათურა რომ ანათებდა შიგნით და გვითხრეს ასეთი რამ: -თუ იხმაურებთ, აქედან ცოცხლები ვერ გააღწევთ!-შეშინებულ ხალხს თვალი გადავავლე, სულ ახალგაზრდები იყვნენ.ზოგს ჭრილობებიდან სისხლიც კი მოსდიოდა.-ხმა!-დაიღრიალა ნიღბიანმა და ქერა ახალგაზრდას თავში კეტი მოუქნია. გავიგე როგორ გატკაცუნდა რაღაც....ბიჭი მოწყვეტილი კისერით დაენარცხა ძირს. ის მათ მოკლეს! ისინი არ ხუმრობდნენ! და ამ ყველაფრის შემდეგ, მე იატაქკვეშა ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი,როგორც - მძევალი N13. |არ არის სასურველი მცირე ასაკის მკითხველთათვის!|All Rights Reserved