◇◇◇~~~◇◇◇
ძაფები წყდება და გოგონა ეცემა.
მუქ ბალახზე წითური თმა ეფინება.
გოგონა ზურმუხტის თვალებით კვლავ ფეხზე დგება და გარბის.
გარბის, შორს, ცივი სასახლის სისხლმდინარი კედლებისგან.
გარბის, ფეხშიშველი გოგონა ბნელ ტყეში.
თეთრ კაბაზე ექაჩებიან უხეში ტოტები, ნაზ კანს უკაწრავენ შიშველი ეკლები, გამხმარ ხეებს ედება მისი ცეცხლისფერი თმა, მაგრამ გოგონა სირბილს აგრძელებს.
გარბის, გოგონა ზურმუხტის თვალებით, მაგრამ მეთოჯინის ძაფების დატოვებული კვალი ჯერ კიდევ ემჩნევა.
გარბის, გოგონა წითური თმით, გარბის, მაგრამ წარსული უკან ეწევა.
გარბის, თოჯინა, გაწყვეტილი ძაფებით.
◇◇◇~~~◇◇◇
რას მალავს ქილა მოგონებებით?
რა ხდება როცა სისხლში გასვრილ თითებს სწორედ ის გბანს ვისი სისხლიც იგემე?
რამდენის მიტევება შეუძლია სიყვარულს?
იქნებ ნამდვილი ურჩხული თავად სიყვარულია?