იმის მაგივრად, რომ მის მოვარდისფრო თმას ვუყურო, მინდა მოვეფერო, თითებში მოვიქციო და ძირამდე გამოვიკვლიო. იმის მაგივრად რომ მის წითელ და სქელ ტუჩებს ვუყურო, ისინი დავაგემოვნო. მის თხელ ლავიწებს მოვეფერო და ხერხემლის უკან, ორ ჩაღრმავებას თითები იქამდე ჩავაწვდინო სადამდეც შევძლებ. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი სურვილია, არ ვიცი ამას თუ გავაკეთებ რა მოხდება. არ ვიცი, ეს დასასრული იქნება თუ დასაწყისი.