როცა მზე ჩაქრება, როცა საბოლოოდ აინთება მთვარე, მხოლოდ ამის შემდეგ გაგიშვებ ხელს და გეტყვი, რომ დასრულდა, მაგრამ მანამდე - არა. არც კი იფიქრო, რომ წასვლის უფლებას მოგცემ, რადგან შენით ვსუნთქავ. ისე შეგისისხლხორცე, რომ აღარ მინდა შენი გაშვებით გული დავისერო, ტვინი ავირიო. გთხოვ, მეორედ ნუ მაიძულებ იგივე ტკივილი განვიცადო, რადგან იმის ძალა აღარ შემწევს, რომ ამჯერად ყველაფერს მარტო გავუმკლავდე. - 18.07.22