-დამხატე. -რა? -დამხატე. -არ შემიძლია. -რატომ? შენ კარგად ხატავ... შესანიშნავად. თუ საქმე ჩემ... -არა. საქმე შენში არაა... უბრალოდ მეშინია... -გეშინია? რა გაშინებს. -ის რომ... შენს სილამაზეს, ყოველ ნაკვთს ისე ლამაზად ვერ გადმოვიტან ტილოზე როგორიც სინამდვილეშია. მეშინია რომ შენს სხეულს დავამახინჯებ, თუნდაც მხოლოდ ტილოზე. -მე მჯერა შენი. მჯერა რომ იდეალურად გამოგივა ყველაფერი. -მაგრამ მე არ მჯერა საკუთარი თავის.