რაიმე განსაკუთრებულს თუ ეძებ აქ ტყუილად მოსულხარ. აქ ვერ იპოვი სევდას, სიყვარულს, რომანტიკას, შიშის, მისტიკას, ვამპირებსა და დემონებს. აქ მხოლოდ შიშველი ადამიანის დანახვა შეგეძლება. უფროსწორად ადამ იანის კეთილი და ბოროტი ბუნების. უბრალო მოვლენების, რომელიც შეიძლება თქვენი ყოველდღიური ცხოვრებისგან არგანსხვავდებოდეს. ალბათ ყველა ამოიცნობთ საკუთარ თავს, რადგან მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა, ყველას მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე რამ გვტკენს გულს, გვახარებს და გვწყინს რათქმაუნდა სხვადასხვა დოზით... თუმცა მე ვინ ვარ რომ ეს განვსაჯო?