რა მოხდება მაშინ, როდესაც იქ მიდიხარ, საითკენაც გული არ გიწევს? გაექცევი თუ, უბრალოდ სიარულს განაგრძობ? დაკო ერთი ადამიანისთვის სწორედ ასეთი ადგილი იყო. სოფელი, რომელიც რუკიდან წაშალეს, იმაზე მეტ ნისლს იტევს ვიდრე ჩანს. საღამოობით, იქ მარტო დარჩენა საშიშია, ყველამ იცოდა რატომაც და ყველას ეშინოდა კიდეც. "თუ დაგინახავენ კარგად ვერ დაამთავრებ..."- ერთმანეთს აშინებდნენ, სწორედ მაშინ, როდესაც ნისლი მთებიდან ჩამოღოღვას იწყებდა.