5 parts Ongoing სამყარო მოულოდნელობებით და მრავალფეროვნებებითაა აღსავსე.
არავინ არ იცის მომავალაში რა მოხდება.
ჩვენი ყოველი დღე ახალ, სუფთა ფურცელს გავს და მხოლოდ მაშინ დაიწერება მასზე ამბავი როცა ახალი დღე დაიწყება,
ფურცლის დასასრული კი მაშინაა როცა დღე მთავრდება,
როდესაც ახალი დღისთვის ემზადები და ამასთან ერთად ახალი, სუფთა ფურცელიც ემზადება გადასშლელად, რომ ახალი ამბავი დაიწეროს მასზე.
წარსულის შესახებ რაღაც ცოდნა გაგვაჩნია და ეს ცოდნა ისტორიაში ხან ოქროს კალმით, ხან სისხლითაა დაწერილი.
აი მომავალზე კი რა გითხრათ... ამაზე საუბარიც კი ზედმეტია რადგან მომავალი უცნობია...
ეს ორი დრო რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ამ ორ დროს შორის შუალედია, ხაზი რომელიც მათ ყოფს, ამ ხაზს აწმყოს ვეძახით...