(დაუსრულებელი) გრძელი, ნაცრისფერი დერეფნი ჩქარი ნაბიჯებით გავიარე და დერეფნის ბოლოში შუშებიან კაბინეტში შევედი. იქ იჯდა, ფეხი ფეხზე გადადებული და ერთმანეთში გადახლართული თითები მუხლებზე ეწყო. ჩემი დანახვისას გაეღიმა, თითქოს მელოდებოდა. მაგიდაზე დადებული ოქროსფერი კალამი და საქაღალდე ავიღე. საქაღალდე ბოლო გვერდზე გადავშალე და ჩემი სახელის გასწვრივ ხელი მოვაწერე. დღეიდან ჩემი სახელია იზაბელა სალაზარი.