-ოღონდ არ იტირო და.. -
თვალები დავხუჭე, მისი შეხება თან მამძიმებდა, თან მაშნებდა და თან მეუბნეოდა რომ კარგად იყო.
- არავის არ უთხრა რა გიო. - ჩავიჩურჩულე ხმა გატეხილმა და მას მზერა მოვაცილე. პატარ ბავშვივით ჩარგო თავი ჩემს კალთაში, ხუჭუჭა თმა ფეხებზე მედებოდა.
მივხვდი, რომ თავს აქნევდა, თანხმობის ნიშნად. -ნეტა იცოდე, რამდენს ვმალავ. - მპასუხობს. ორი წუთი და რამდენიმე წამი ხმას არ ვიღებდით.
***
პირდაპირ მე მიყურებდა, ჩვენი თვალები, რომ შეხვდა ლოყაზე ავწითლდი და თითქოს მისი სუნთქვა ვიგრძენი სახეზე..მერე ყელზე, მერე ისევ ცრემლები გამახსენდა. და რომ ვიხრჩობოდი, რომ მტკიოდა. მისკენ წავედი, დაუფიქრებლად მივუახლოვდი და ხმის ამოღება ვცადე, თითქოს ჩამიწყდა.
ის მიხვდა, ვიცი, რომ იგრძნო.
ფეხზე წამოდგა და ახლოს მოვიდა
- ცალკე გავიდეთ. -