მერაი ერთი 15 წლის ბიჭია, რომელიც ერთ ჩაკეტილ სოფელში ცხოვრობს, ირონია სწორედ იმაშია, რომ სოფელი სულაც არაა ჩაკეტილი, მას არ აქვს გარს შემოკრული რაიმე დიდი გალავანი, უბრალოდ სოფლის ყველა მაცხოვრებელს გონება უცნობი მიზეზების გამო დაბინდული აქვს და უბრალოდ სოფლიდან გასვლა არ უნდა. თუმცა მერაი მათ არ ჰგავს, ის ამ ამბის მთავარი პერ სონაჟია, ისტორია კი გვიამბობს მასზე და
იმ გზაზე, რომელსაც ის სიმართლის გაგების პროცესში გადის. ეს ემოციით, ცრემლებითა და თავისუფლების სანუკვარი გრძნობით გაჟღენთილი ისტორიაა, რომელიც თქვენს გულებში შემოაღწევს და გულგრილს არცერთს დაგტოვებთ.