- ხელი ჩამჭიდე, - უდრეკი ხმით წარმოთქვამს. ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ, დაბნეული წამწამებს სწრაფად ვაფახულებ, მაგრამ გულში აჟღერებული გრძნობების რეკვას სადღაც შორეულ ადგილას მივჩქმალავ, გამოწვდილ ხელს ტუჩებმოკვნეტილი საკუთარს ვაგებებ. ჯონგუკის სახეზე ეშმაკური ღიმილის გაელვება მაშეშებს. ვდუმვარ, როდესაც უფროსი თითებს ძლიერ მიჭერს, მის მტევანში საკუთარ ჩაკარგულ თითებს ვაიგნორებ და გულაჩქარებული მივყვები.
1 part