![Story cover for სინათლე შენს თვალებში [PJM & MYG] by Nabusi_13](https://img.wattpad.com/cover/366197212-256-k371635.jpg)
თებერვლის სუსხი ძვლებამდე ატანდა. სეულის ცარიელი ქუჩები პირველ თოვლთან შესაგებებლად ემზადებოდნენ. არემარე სუსხს მოეცვა. ღრუბლები კი, მოქუფრული გადმოჰყურებდნენ დედამიწას. სამწუ ხარო იყო ასეთ ამინდში ვერავინ, რომ ვერ ბედავდა თბილი, ღუნღულა სახლიდან ცხვირის გამოყოფას... მაგრამ მოიცა! ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე კარგად მოსჩანდა ქერა მოკაშკაშე თმა, რომელიც ბიჭს ლამაზად დაჰფენოდა ფერმკრთალ კანზე. ნელი, მშვიდი, გაწონასწორებული ნაბიჯებით მიაპობდა საღამოს ბნელ ქუჩებში მონარნარე გრილ ნიავს და თან ყურსასმენებიდან აჟღერებულ მშვიდ სიმღერას აყოლებდა სიცივისგან ოდნავ ფერდაკარგულ ბაგეებს, რომლებიც ქარს უმოწყალოდ გამოეშროთ და დაეხეთქათ. 31.03.2024Alle Rechte vorbehalten
1 Kapitel