ყოფილის ეფექტიდან გამოსვლა ყოველთვის რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ თავს გაზიზღებს. ჰანმა მისი ყოფილისგან თავი დააღწია, თუმცა მაინც არ ავიწყდება მისი საუბარი, ჩხუბი და დამცირება. საკუთარ თავში აღარ არის დარწმუნებული. თითქოს სიყვარულის იმედიც არ აქვს. არ აქვს, იმედი, რომ ვინმე შეიყვარებს ასეთ ადამიანს. თუმცა ის მაინც ელოდება. სადღაც გულის სიღრმეში სჯერა, რომ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც აუმაღლებს მას თვითშეფასებას და მოექცევა ისე, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს ერთხელ მაინც.