ყოველთვის ვიცოდი. მე რომ შემყვარებოდა... გულში იმდენად ღრმად დავთესავდი, რომ ყლორტებგამობმულს სულ მთლად შევეშალე მისით. მე რომ შემყვარებოდა, სასიცოცხლო ორგანოებს მისით ავაგუგუნებდი. გონებას გამუდმებით მასზე ფიქრით დავტვირთავდი. შემეშინდებოდა ჩემი სიყვარულით თვალებზე ბინდი არ გადამკვროდა.. რადგან მე... რომ შემყვარებოდა... ვიცი, უკან დასახევი გზა მოჭრილი მექნებოდა. განუკურნებლად, მასზე ვიქნებოდი სიკვდილს იქითაც გადაჯაჭვული. და მე შემიყვარდა.
1 part