ალბათ ცხოვრებაში ყველას გვაქვს განვლილი პერიოდიდან გამორჩეული იდეალური ნაწილი, ან ეს ნაწილი რომელიმე ადამიანია,რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა. როდისაა ცხოვრება იდეალური? იქნებ მაშინ,როდესაც საკუთარი თავი ხარ? თინის რუტინული ცხოვრება და წარმოდგენები,რომლებიც მას წარსულმა გამოციდილებებმა დაუტოვეს, ერთბაშად იცვლება მაშინ,როცა მის ცხოვრებაში მაქსიმე ჩნდება. "ერთხელ მითხრეს,რომ კაბები უფრო უხდებოდა ჩემს სხეულს,ვიდრე შარვლები და მეც მას შემდეგ, რამდენიმე თვე კაბა არ მომიშორებია სხეულიდან...ნაი-ნაირ კაბებს ვყიდულობდი. შემდეგ „მან" მითხრა,რომ გრძელი თმა მოსწონდა გოგოზე და მეც წელამდე თმა გავიზარდე.სიამაყით ვატარებდი ,მაგრამ ხშირად, სარკეში ჩახედვისას,მინდოდა ეს თმა კისრამდე მომეჭრა და მის ფეხებთან დამეყარა. გა