ერთი ხალხში იმალებოდა. მეორე კი გამუდმებით ვიღაცას ეძებდა. შემდეგ იყო
შეხვედრა.
პირველს გაგონილი ჰქონდა ალბათ, რაიმეს დამალვა თუ გინდა გამოსაჩენ
ადგილზე უნდა დამალოვო. ხალხმრავალ ადგილებში უყვარდა „დამალვა". იჯდა
უცხო ადამიანებს შორის და ტკბებოდა თავისი მარტოობით და უმნიშვნელობით:
არავინ იცნობდა, არავის იცნობდა და არავის ადარდებდა მისი არსებობა.
საათობით შეეძლო მჯდარიყო და ეხატა, ან მუსიკისთვის ესმინა; მთავარია
გარშემო ვინმე ყოფილოყო, ვინც თავის დიდებულ კომფორტს შეუქმნიდა.
მეორეს კი თავადაც არ ახსოვდა როდის ან რატომ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა; არც ის
იცოდა ვის ეძებდა ან როგორ უნდა გაეგო, როცა იპოვნიდა, უბრალოდ დაიდოდა
და ეძებდა. გარეთ გამოსული ყველას დეტალურად ათვალიერებდა,
ესაუბრებოდა, ურთიერთობდა ,თუმცა საბოლოოდ მაინც განაგრძობდა ძებნას და