კასი ყველაზე ლამაზი გოგო მთელ ქალაქში-kasi(დასრულებულია02:00)🌙
6 parts Complete ვიჯექი და ვსვამდი, სანამ ბარს დაკეტავდნენ. ხუთი დიდან კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში.
როგორღაც მივაღწიე სახლამდე. ფიქრები ჭიანჭველებივით მესეოდნენ. მისი \\\"არა\\\" უსიტყვოდ არ უნდა მიმეღო, ყველა ღონე უნდა მეხმარა, რომ ჩემთან დამეტოვებინა.
ეტყობოდა, მისთვის სულერთი არ იყო. ჩემი ბრალია, მეტისმეტად ცივად, უცერემონიოდ და უგერგილოდ შევთავაზე. ვიმსახურებდი სიკვდილს, რომელიც ორივესთვის საერთო იქნებოდა. ძაღლი ვიყავი. თუმცა რას ვერჩი ძაღლს! ავდექი, მოვძებნე ღვინის ბოთლი, გავხსენი და პირდაპირ ყელში ჩავიცალე. დაიღუპა კასი - ყველაზე ლამაზი გოგო ქალაქში. ოცი წლის კასი.
ქუჩიდან მოისმოდა მანქანის სიგნალი - გამკივანი და ჯიუტი.
ბოთლი დავდგი და დავიღრიალე:
- ჯანდაბა შენ თავს, შე ახვარო, ხმა ჩაიწყვიტე!
ღამე თავის უფლებებში შედიოდა, არაფრის თავი აღარ მქონდა...🌙